1. პროექტის სახელწოდება: „ ქართული გენის კვალდაკვალ“
2. პროექტის მთავარი
იდეა(თემა): ლიტერატურა ყოველთვის იყო და არის ამსახველი საქართველოში
მიმდინარე ისტორიული პროცესებისა.პროექტი გააცნობს
,შეასწავლის მოსწავლეებს საქართველოს ისტორიულ წარსულს ლიტერატურულ ძეგლებთან ერთად.
3. პროექტის აქტუალობა: პროექტის
მიზანი განაპირობებს მის აქტუალობას. ჭეშმარიტებაა, რომ მოზარდი ყრმობიდანვე უნდა იზრდებოდეს
მოქალაქეობრივი შეგნებით და პატრიოტული სულისკვეთებით,
ტრადიციებისა და წინაპართა ღვაწლისადმი, ისტორიული
და ლიტერატურული მემკვიდრეობისადმი პატივისცემით. პროექტი ქვეყნის ღირსეული, განათლებული მოქალაქეების აღზრდას
შეუწყობს ხელს.პროექტი ეყრდნობა მეათე კლასის (ძველი ქართული მწერლობა)სასკოლო პროგრამულ
და არაპროგრამულ მასალას ლიტერატურიდან და
მეცხრე-მეათე კლასის პროგრამულ მასალას საქართველოს ისტორიიდან. პროექტი ითვალისწინებს
გააცნოს ,შეასწავლოს მეათე კლასის მოსწავლეებს
საქართველოს ისტორიული წარსული ლიტერატურულ ძეგლებთან ერთად სრულყოფილად. ეს არის კომპლექსური
სწავლება ისტორიისა და ლიტერატურისა , ხელოვნების , ფოლკლორის, რამეთუ ლიტერატურა და
ხელოვნება ყოველთვის იყო და არის ამსახველი საქართველოში მიმდინარე ისტორიულ პროცესებისა
.პროექტის ფარგლებში ჩატარდება გაკვეთილები და სხვადასხვა აქტივობა , რომლებიც ხელს
შეუწყობს აღნიშული კლასის მოსწავლეებს გაეცნონ, შეისწავლონ, გაითავისონ ქართული ლიტერატურის სიდიადე, მდიდარი
ისტორიული წარსული და ქართული ტრადიციული ღირებულებები.მოსწავლეები
შეიძენენ შემოქმედებითი ,თანამშრომლობის, პასუხისმგებლობის, კომუნიკაციის, თვითშეფასების, ცოდნის ტრანსფერის და პრეზენტაციის კომპეტენციებს.
4. პროექტის მიზნები:
გაეცნონ
ძველი ქართული მწერლობის პროგრამით გათვალისწინებულ და არასპროგრამო ძეგლებს, ხელოვნებისა
და ფოლკორის უკვდავ ძეგლებს ისტორიული რეალიების გათვალისწიებით. გამოუმუშავდეთ მოსწავლეებს
შემოქმედებითი ,თანამშრომლობის, პასუხისმგებლობის, კომუნიკაციის, თვითშეფასების, ცოდნის ტრანსფერის და პრეზენტაციის კომპეტენციები.
5. მონაწილეთა ასაკი: მეათე
კლასი.
6. ვადები/ ხანგძლივობა:
ერთი სასწავლო წელი( პროექტის გაგრძელება დაიგეგმება პროექტის შედეგების მიხედვით)
7. მოსალოდნელი
შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: პროექტი ხელს შეუწყობს მოქალაქეობრივი
შეგნებითა და პატრიოტული სულისკვეთებით, ტრადიციებისა
და წინაპართა ღვაწლისადმი, ისტორიული და ლიტერატურული
მემკვიდრეობისადმი პატივისცემით. ქვეყნის ღირსეული,
განათლებული მოქალაქეების აღზრდას .მოსწავლეები გაეცნობიანი V-XVIII საუკუნეების ქართული
ლიტერატურულ ძეგლებს სრულყოფილად შეისწავლიან იმ ისტორიულ მონაკვეთს , რომელშიც შეიქმა
ესა თუ ის ნაწარმოები, შეეცდებიან მიზეზ- შედეგობრივი
კავშირების დადგენას, გამოუმუშავდებათ კვლევის უნარი, სემოქმედებითი მუშაობის უნარები,
მოემზდებიან სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციისათვის.
8. პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები:
1. სკოლის ბიბლიოთეკის საწიგნო ფონდი;
2. ინტერნეტსივრცესში განფენილი ისტორიული და ლიტერატული მასალები;
3. ვიდეოფილმები, მულტიმედია;
4. ქართული ლიტერატურის ისტორია I-VI ტომი;
5. საქარათველოს
ისტორია I-IV ტომი.
9. პროექტის მსვლელობა(
ძირითადი აქტივიბები ) :
1. კითხვის
დღეების დაწესება;
2. ღია გაკვეთილები;
3. ლიტერატული კომპოზიციები;
4. „გაცოცხლებული
ისტორია-დასაბამიდამ“ . . . .;
5. მინიკონფერენციები;
6. სასწავლო-შემოქემედებითი კონფერენცია.
10. საგნებთნ/ საგნობრივ
ჯგუფებთნ/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია, ქართული ლიტერატურა, მუსიკა, ქორეოგრაფია, ხელოვნება, ფოლკლორი.
გათვალისწიონებულია ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნები.
11.პროექტის ხელმძღვანელები:
ლია ჯანაშია, ციცინო ჯაბახიძე
12.ხელმძღვანელთ ელ-ფოსტა: cicino.178@gmail.com
Lia.janashia.60@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/
ბლოგი:

Комментариев нет:
Отправить комментарий