გაკვეთილი ისტორიაში
"და გამოვედით, გვეხილა აწ ვარსკვლავები“- ბაგრატ III და საქართველოს გაერთიანება
გაკვეთილის
ჩატარების თარიღი- 03.12.2015
გაკვეთილის თემა
|
"და გამოვედით, გვეხილა აწ ვარსკვლავები“ - ბაგრატ III და საქართველოს გაერთიანება.
|
სწავლების
საფეხური და კლასი / მოსწავლეთა
რაოდენობა
|
XI
კლასი / 30 მოსწავლე
|
მასწავლებლეისსახელი,
გვარი
|
ლია ჯანაშია
|
გაკვეთილის სასწავლო მიზნები
|
გაიაზრებენ არაბთა ბატონობის შედეგებს და გადმოსცემენ წერილობითი
სახით.
წაიკითხავენ, გაიაზრებენ და
იმსჯელებენ ბაგრატ III–ის ეპოქაზე, მის პერიოდში მოღვაწე ისტორიულ პირებზე, ლოგიკურად და
არგუმენტირებულად დაუკავშირებენ ისტორიული პერსონაჟების მოღვაწეობას და
გაანალიზებენ.
|
გაკვეთილის
მნიშვნელობა/აქტუალობა
|
საქართველოს გაერთიანების იდეოლოგიური და პოლიტიკური წანამძღვრები და
ეპოქის პერიპეტიები
|
გაკვეთილის
ხანგრძლივობა
|
45 წუთი
|
ეროვნული
სასწავლო
გეგმით
განსაზღვრული
მისაღწევი
შედეგი/ინდიკატორები
|
მიმართულება:
სახელმწიფომმართველობადაპოლიტიკა
ისტ.IX.5. მოსწავლესშეუძლია გაანალიზოს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს
წარმოშობასა და განვითარებაზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ისტ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია
გაანალიზოს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს
წარმოშობასა და განვითარებაზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
|
მეთოდები და აქტივობები
|
წერა თავისთვის, ტექსტზე
დამოუკიდებელი მუშაობა და საჭირო ინფორმაციის ამოღება, რუკაზე მუშაობა, გასვლითი
ბარათი.
|
საჭირო რესურსები
|
მეცხრე კლასის სახელმძღვანელო, „საქართველოს
ისტორია“ ოთხტომეული ტ–2, მარიამ
ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი და ავტორთა კოლექტივი, ივ. ჯავახიშვილი „ქართველი
ერის ისტორია“, თაბახის ფურცლები, ფორმატის ქაღალდები, ფერადი ფლომასტერები,
ეპოქის რუკა მოსწავლის შექმნილი.
|
კლასის ორგანიზება
|
წყვილები, ინდივიდუალური.
|
თანმიმდევრობა
(აქტივობა და
დრო)
შეფასება
|
თ ა
ნ მ ი
მ დ ე
ვ რ ო
ბ ა
A ფაზა
,,აღვერიენით ერსა უცხოსა... გარდაგვდრიკეს
რომელნიმე მძლავრობით, რომელნივე
შეტყუვლნით, რომელნიმე სიყრმესა შინა უმეცრებით, რომელნიმე მზაკურებით და
სხუანი, რომელნი ესე ვართ მორწმუნენი მძლავრებასა ქვეშე დამონებულნი, ვითარცა
რკინითა, ხარკსა ქუვეშე მათსა გუემულნი და ქეჯნილნი, ძვირ ძვირად ზღვეულნი, შიშითა
განილევიავ და ირყევიან, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა“ (აბო თბილელი)
მიხვდით ალბათ .თემას რომლითაც უნდა
დავიწყოთ დღევანდელი გაკვეთილი.
B ფაზა- შინაარსის რეალიზება
№ 1
დავალება
ვურიგებ მოსწავლეებს ბარათებს, ვაძლევ
მკაფიო რეკომენდაციას, მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში.
დავალება: „თორმეტი სიტყვით შეაფასეთ არაბთა
ბატონობა საქართველოში“
პ რ ე ზ
ე ნ ტ ა ც ი ა
№ 2 დ ა
ვ ა ლ ე ბ ა
მასწავლებელი: გადავიდეთ ახალი თემის ახსნაზე, რომელსაც ასე დავარქმევ: “დამალული
პერსონაჟი“ ყურადღებით იყავით დაფისკენ, მასწავლებელი დაფაზე აკრავს ფორმატს, რომელზეც არის ციტაატები, მისი
წაკითხვის შემდეგ მოსწავლეები უნდა მიხვდნენ ვიზე და რაზე იქნება ახალი მასალა.
მოსწავლეთა პასუხი
№ 3
დ ა ვ ა ლ ე ბ ა
მასავლებელი აძლევს კლასს დავალებას:
1.გააზრებულად და ყურადღებით წაიკითხეთ ახალი
გაკვეთილის ტექსტი;
2.ტექსტიდან გამოყავთ ბაგრატ III ეპოქის
პერიოდში მოღვაწე ისტორიული პერსონაჟები (დამატებით სახელმძღვანელოდ იყენებენ
„საქართველოს ისტორია“ ტ–2)
დროის ამოწურვის შემდეგ მოსწავლეები
ასახელებენ ისტორიულ პერსონაჟებს, მასწავლებელი ფერადი ფურცლების დახმარებით დაფაზე აკრავს მათ სახელებს.
იმისთვის რომ ეპოქა სრულყოფილად წარმოვიდგინოთ
და შევაფასოთ, საჭიროა ვისაუბროთ ეპოქის პერსონაჟების და ბაგრატ III კავშირებზე.
3.ვისაც სურვილი გაქვთ შეგიძლიათ
ჩამოხსნათ ისტორიული პერსონაჟის სახელი
რომელზეც დაწვრილებით ისაუბრებთ.
პ რ ე ზ ე ნ ტ ა ც ი ა
თქვენ ისაუბრეთ საზოგადოების იმ ელიტარულ
ნაწილზე, რომელთაც მეფე ბაგრატთან ერთად
შექმნეს ერთიანი საქართველო, მაგრამ უნდა გავიხსენოთ და შევაფასოთ საქართველოს მეფის ნაბიჯები, რომელიც მან
გადადგა ქვეყნის გასაერთიანებლად, ამიტომ გთხოვთ ყურადღებას.
№ 4 დ ა ვ ა ლ ე ბ ა
1.მასწავლებელი დაფაზე აკრავს სამი
ტახტის სურათს;
რაზე მიგანიშნებთ ეს სურათი?
2.’როგორც კუდი ძაღლისა, არ
განემართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალისა“
რა მოვლენა შეიძლება მიუსადაგოთ
ზემოთ თქმულს?
3.რუკა , რომელზეც კახეთ/ჰერეთი არის
გაუფერადებელი?
რას შეიძლება ნიშნავდეს ეს?
C ფაზა – გამთლიანება
თქვენს მიერ მოყვანილი ფაქტების და მოვლენების
ანალიზიდან გამომდინარე ჩამოაყალიბეთ:
ა.საქართველოს გაერთიანების ხელის შემწყობი
მიზეზები;
ბ.ქვეყნის გაერთიანების შემაფერხებელი
მიზეზები;
პ რ ე ზ ე ნ ტ ა ც ი ა
№ 5 დ ა
ვ ა ლ ე ბ ა
მასწავლებელი წყვილებს ურიგებს გასვლით
ბარათებს :
ა. ბაგრატის დახასიათება;
ბ.სასინტერესო ფაქტი ;
ინდივიდუალური, განმსაზღვრელი,
განმავითარებელი. 1.გაკვეთილში
ჩართულობა, 2.ტექსტზე დამოულიდებად მუშაოა და გააზრება, 3.ლოგიკური,
არგუმენტირებული მსჯელობა.
თითოეულ დავალებას ექნება თავისი წონა.
წინასწარ გაკეთებული მექნება კლასის სია და ყველა პრეზენტაციის შემდეგ ჩავინიშნავ და შევაფასებ სამივე კომპონენტის
მიხედვით.
თითოეული დავალების წონა არის:
2 ქულა
|
№ 2 დ ა
ვ ა ლ ე ბ ა
ახალი თემის ახსნა:
1.“დამალული პერსონაჟი“
დაფაზე ვაკრავ ფორმატს, რომელზეც არის ციტატები .ვკითხულობთ
მათ. მოსწავლეებმა უნდა გამოთქვან ვარაუდები რა იქნება გაკვეთილის თემა.
ვარაუდები.
№ 3
დ ა ვ ა ლ ე ბ ა
კლასს ვაძლევ დავალებას:
1.გააზრებულად და ყურადღებით წაიკითხეთ ახალი
გაკვეთილის ტექსტი;
2.ტექსტიდან გამოყავით ბაგრატ III–ის მეფობის
პერიოდში მოღვაწე ისტორიული პერსონაჟები (დამატებით სახელმძღვანელო
–„საქართველოს ისტორია“ ტ–2)
პრეზენტაცია
მოსწავლეები ასახელებენ ისტორიულ პერსონაჟებს. დაფაზე ვაკრავ ფერად ფურცლებზე დაწერილ მათ
სახელებს. მოსწავლეები ირჩევენ
პერსონაჟებს,საუბრობენ და აფასებენ .
პ რ ე ზ ე ნ ტ ა ც ი ა
№ 4 დ ა
ვ ა ლ ე ბ ა
თქვენ ისაუბრეთ საზოგადოების იმ ელიტარულ
ნაწილზე, რომლებმაც მეფე ბაგრატთან ერთად
შექმნეს ერთიანი საქართველო, მაგრამ უნდა გავიხსენოთ და შევაფასოთ საქართველოს მეფის ნაბიჯები, რომელიც მან
გადადგა ქვეყნის გასაერთიანებლად, ამიტომ გთხოვთ ყურადღებას.
1.დაფაზე ვაკრავ სამი ტახტის სურათს;
რაზე მიგანიშნებთ ეს სურათი?
2.,,როგორც კუდი ძაღლისა, არ
განემართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალისა“
რა მოვლენა შეიძლება მიუსადაგოთ
ზემოთ თქმულს?
3.რუკა , რომელზეც კახეთ/ჰერეთი არის
გაუფერადებელი?
რას შეიძლება ნიშნავდეს ეს?
C ფაზა – გამთლიანება
თქვენ მიერ მოყვანილი ფაქტების და მოვლენების
ანალიზიდან გამომდინარე ჩამოაყალიბეთ:
ა.საქართველოს გაერთიანების ხელის შემწყობი
მიზეზები;
ბ.ქვეყნის გაერთიანების შემაფერხებელი
მიზეზები;
პ რ ე ზ ე ნ ტ ა ც ი ა
№ 5 დ ა ვ ა ლ ე ბ ა
მასწავლებელი წყვილებს ურიგებს გასვლით
ბარათებს :
ა. ბაგრატის დახასიათება;
ბ.საინტერესო ფაქტი ;
|
|
შეფასება:
ინდივიდუალური, განმსაზღვრელი,
განმავითარებელი.
1.გაკვეთილში ჩართულობა;
2.ტექსტზე დამოუკიდებლად მუშაოა და გააზრება
3.ლოგიკური, არგუმენტირებული მსჯელობა.
თითოეულ დავალებას ექნება თავისი წონა.
წინასწარ გაკეთებული მექნება კლასის სია და ყველა პრეზენტაციის შემდეგ ჩავინიშნავ და შევაფასებ სამივე კომპონენტის
მიხედვით.
თითოეული დავალების წონა არის:
2 ქულა
|
|
გეგმა 2
გაკვეთილი
ისტორიაში
"ბედის ზვირთებზე
დავქანაობთ, ვით ნაფოტები...." გიორგი სააკაძის პიროვნება
გაკვეთილის
ჩატარების თარიღი- 16.02.16
|
გაკვეთილის თემა
|
"ბედის ზვირთებზე
დავქანაობთ, ვით ნაფოტები...." გიორგი სააკაძის პიროვნება
|
|
სწავლების საფეხური და კლასი / მოსწავლეთა რაოდენობა
|
IX კლასი / 28 მოსწავლე
|
|
მასწავლებლეის
სახელი, გვარი
|
ლია ჯანაშია
|
|
გაკვეთილის სასწავლო მიზნები
|
გაიაზრებენ, გაანალიზებენ ეპოქას, რომელშიც უხდებოდა ცხოვრება და
მოღვაწეობა გიორგი სააკაძეს, გაანალიზებენ
მის დამოკიდებულებას სამეფო კართან და დიდებულებთან, გაიაზრებენ სააკაძის დამოკიდებულებას ეპოქის
ისტორიული პირებისადმი, სქემის
საშუალებით შეძლებენ დიდი მოურავის მიზნების დადებითი და უარყოფითი თვისებების
არგუმენტირებულ წარმოჩენას.
|
|
გაკვეთილის
მნიშვნელობა/აქტუალობა
|
სააკაძის პიროვნებისადმი დიდი
ინტერესი, XVII საუკუნის საქართველოს
პოლიტიკური მდგომარეობა, ურთიერთობები
სამეფო კარზე და მეზობელი
სახელმწიფოების ინტერესები საქართველოსადმი.
|
|
გაკვეთილის ხანგრძლივობა
|
90 წუთი
|
|
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულიმისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
|
მიმართულება:
სახელმწიფო მმართველობა და პოლიტიკა
ისტ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია
გაანალიზოს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს
წარმოშობასა და განვითარებაზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
მიმართულება:
კულტურა და რელიგია
ისტ.IX.6. მოსწავლეს შეუძლია
მსჯელობა საქართველოში არსებული რელიგიებისა და მათი აქ გავრცელების ისტორიული
მიზეზების შესახებ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
***აანალიზებს
ქრისტიანობის მნიშვნელობას ქართული სახელმწიფოს
საგარეო ორიენტაციის განსაზღვრაში.
****არგუმენტირებულას აანალიზებს მოცემულ ინფორმაციებს,
გამოყოფს დადებით და უარყოფით თვისებებს და აკეთებს საკუთარ დასკვნებს.
****შეუძლია სქემის საშუალებით გადმოსცეს საჭირო ინფორმაცია
და მოახდინოს ნუსი ანალიზი.
|
|
მეთოდები და აქტივობები
საჭირო რესურსები
|
დაფიქრდი, გაიაზრე, გააცანი
კლასს, დროის ხაზი,ეპოქის პერსონაჟების რუკა, კითხვა-პასუხის სქემა, მიზეზ/შედეგობრივი კავშირების
სქემა, მე ვაჯამებ სქემა, წარმოსახვითი
ინტერვიუ, ჯგუფური და ინდივიდუალური
მუშაობა,
სახელმძღვანელო, თაბახის ფურცლები,
ფორმატის ფურცლები, ფერადი ფლომასტერები,
დამატებითი ლიტერატურა, წყაროებიდან ამოღებული ქსერო ასლები.
|
|
თანმიმდევრობა
(აქტივობა
და დრო)
შეფასება
|
კლასის ორგანიზება: ჯგუფური
თ ა
ნ მ ი
მ დ ე
ვ რ ო
ბ ა
A
ფაზა - გამოწვევა
მასწავლებლის შესავალი სიტყვა:
საქართველოს ისტორია იცნობს არაერთ
პიროვნებას თუ მოვლენას, რომელთა შეფასებაში საზოგადოება არაერთგვაროვანია, ეს
ბუნებრივიც არის, დრო იცვლება და ხდება ღირებულებების
გადაფასება, როგორც ამბობენ დრო ყველას და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს.
მაგალითისთვის იყო დრო როცა,
გეორგიევსკის ტრაქტატს ტაშს ვუკრავდით, დღეს კი სხვანაირი ხედვით ვაანალიზებთ,
პიროვნებათაგან ზოგს დაფნის გვირგვინი დავადგით, ზოგის სახელი ტალახში
მოვისროლეთ. ქართველ კაცს უთქვამს: "სხვა, სხვის ომში ბრძენიაო" და
რადგანაც ეს ასეა, პიროვნებათა ცხივრების გაანალიზებისას საჭიროა ეპიქის
ზედმიწევნით ჩხრეკა.
****შეგიძლიათ დამისახელოთ პიროვნებები, რომელთა
შესახებ არაერთგვაროვანი შეფასებები
მოგისმენიათ?
(მოსწავლეები ჩამოთვლიან ასეთ
პიროვნებებს), თქვენს მიერ ჩამოთვლილი ყველა პერსონა ძალზე საინტერესოა, მაგრამ
ჩვენ დღეს ერთ-ერთ მათგანზე გიორგი
სააკაძეზე შევჩერდებით.
****მაშ, რომელ საუკუნეზე გვექნება საუბარი?
საკითხზე
მუშაობისას აუცილებლად გავითვალისწინოთ ეპოქის პერიპეტიები. (3/5
წუთი)
B ფაზა- შინაარსის რეალიზება
კლასში მუშაობს 5 ჯგუფი. თითოეული მუშაობს სხვადასხვა
მიმართულებით.
1. ვაძლევ დავალებას ხუთივე (5) ჯგუფს და სამუშაო განრიგს , ვაკეთებ მკაფიო მითითებას თითოეულ
დავალებასთან დაკავშირებით.
2.ვურიგებ ტექსტს, რომლის დახმარებითაც უნდა იმუშაონ
სახელმძღვანელოსთან ერთად.
1, 2, 3 ჯგუფი
№ 1 დ ა ვ ა ლ ე ბ ა
№1 სქემა "პერსონაჟის რუკა"
№ 2 დ ა ვ ა ლ ე ბ ა
№ 2 სქემა
" კითხვა / პასუხები"
სამუშაო სამივე ჯგუფს ერთნაირი აქვთ, მაგრამ, თითოეული მუშაობს სხვადასხვა
მიმართულებით.
სამუშაოს დასრულების შემდეგ
ხდება პრეზენტაცია
(15 წუთი)
№ 3 დ ა ვ ა ლ ე ბ ა
№ 3 სქემა " ეპოქის
პერსონაჟების რუკა".
ჯგუფებს ეძლევათ ფორმატები, ფერადი ფლომასტერები, მასწავლებელს ფერად
ფურცლებზე დაწეილი აქვს სააკაძის დროის მოღვაწეთა სახელები და ჯგუფიდან ერთი
მოსწავლე ირჩევს სამ (3) სხვადასხვა
პიროვნებას და მუშაობენ ფორმატზე,
აყალიბებენ კავშირებს, მსჯელობენ.
პრეზენტაცია (10/12 წუთი)
№4 დ ა ვ ა ლ ე ბ ა
№
4 სქემა "მიზეზ /შედეგობრივი კავშირები"
წყაროების და სახელმძღვანელოს
დახმარებით მოსწავლეები მუშაობენ დავალებაზე.
პრეზენტაცია (10/12 წუთი)
დ ა ვ ა ლ ე ბ ა ფოკუსჯგუფებისთვის:
მე-
4 ჯგუფი
№ 5
სქემა "დროის ღერძი"
დ ა ვ ა ლ ე ბ ა
1. სქემაზე აღნიშნეთ სააკაძის მოღვაწეობის
მნიშვნელოვანი მოვლენები.
დ ა ვ ა ლ ე ბ ა
2.ჯგუფს ვაძლევ მოკლე ისტორიულ ინფორმაციას
სააკაძის ცხოვრებასთან დაკავშირებით და
ვაძლევ დავალებას: თქვენს მიერ
შევსებული სქემის და მოცემული ტექსტის დახმარებით აღადგინეთ და სრულად გადმოეცით
სააკაძის ცხოვრება.
პრეზენტაცია (10/15 წუთი)
მე- 5
ჯგუფი "ფოსტა" (წარმოსახვითი ინტერვიუ)
1.კლასში მთელი
კვირის განმავლობაში მუშაობდა
ე. წ "ფოსტა",
შემოვიდა საინტერესო შეკითხვები
და საჭიროდ ჩავთვალეთ უყურადღებოდ არ დაგვეტოვებინა. შეკითხვების ავტორებს
აინტერესებთ, თუ როგორ შეაფასებს გიორგი
სააკაძე თავის მოღვაწეობას, ამიტომ ჯგუფის წევრებს ევალებათ:
დ ა ვ ა ლ ე ბ ა
ა. ყურადღებით მოისმინონ გაკვეთილის
მსვლელობისას კლასელების შეფასებები .
ბ. გაითავისონ სააკაძის როლი და გასცენ პასუხები შეკითხვებს.
გ.შეკითხვის ავტორებს შესაძლებლობა ექნებათ
საჭიროების შემთხვევაში ჩაებან პოლემიკაში.
პრეზენტაცია (10/12 წუთი)
დასკვნის სახით ერთ-ერთი მოსწავლე კითხულობს ნაწყვეტს
ჩანახატიდან "გაცოცხლებული ისტორია".
(3/5წუთი)
C - ფაზა - გამთლიანება
დ ა ვ ა ლ ე ბ ა
№ 6 სქემა
"მე ვაჯამებ"
(გასვლითი ბარათი)
პრეზენტაცია (10/12 წუთი)
ინდივიდუალური, განმსაზღვრელი,
განმავითარებელი.
1.გუნდურ მუშაობაში ჩართულობა;
2.კითხვებზე ლოდიკური, არგუმენტირებული და გამართული პასუხები; 3.სქემებზე
გამართული მუშაობა; 4.წერილობითი სახით მოვლებების სრული ჯაჭვის აღდგენა.
თითოეული საკითხის პრეზენტაციის შემდეგ ვიყენებ ფერად ფურცლებს,დადროვილი
ბარათების რაოდენობის მიხედვით მოხდება
ინდივიდუალური და ჯგუფური შეფასება.
მ წ ვ ა ნ ე
ბარათი -- 5 ქულა // საკითხის სრულყოფილი წარმოდგენისთვის;
ყ ვ ი თ ე ლ ი ბარათი -- 3 ქულა
//არასრულყოფილი პასუხისთვის;
წ ი თ ე ლ ი ბარათი --1 ქულა // პასუხში ორი
ან მეტი ჩავარდნა.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий